გურულ ფერმერებს თხილის მოვლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე სპეციალისტებმა, გურულ ფერმერებს მიაწოდეს ინფორმაცია თხილში გასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებებისა და აღნიშნულ კულტურაში გავრცელებული მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ფერმერებისთვის თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია თხილის მავნებლებისგან დაცვის და შემდგომში ხარისხიანი მოსავლის მსაღებად.  ღონისძიებები გულისხმობს, როგორც მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო წამლობას, ასევე, სხვა აგროტექნიკურ სამუშაოებს.

შეხვედრები მეთხილე ფერმერებთან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  „საქართველოს თხილის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

მსგავსი თემები