გელა გოჭოშილის განცხადებით, ცხინვალის ციხეში მასზე არავის უძალადია

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე აცხადებს, რომ ცხინვალის იზოლატორში მას კარგად ექცეოდნენ და ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.

„ძალადობა არ ხდებოდა. მედავებოდნენ კონტრაბანდას, მაგრამ ვერაფერი დამიმტკიცეს. სხვა ტყვეებთან, რომლებიც იქ იმყოფებიან, შეხვედრა არ მქონია. მე ცალკე ვიჯექი, ისინი ცალკე არიან სხვაგან. ნორმალურად მექცეოდნენ, არანაირი ძალადობა არ ყოფილა. დაკავების მერე რუსულ სამხედრო ბაზაზე შეგვიყვანეს და შემდეგ ციხეში. სასამართლო მქონდა და  ერთი წელი მომისაჯეს. შემდეგ ჩამომიკლეს 6 თვე და 4 თვეში გამომიშვეს“ – განაცხადა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ამ წუთებში შიდა ქართლის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები