ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული ერთი ადამიანი გაათავისუფლეს

 

14 აგვისტოს დაკავებული გელა გოჭოშვილი თავისუფალია.  ოკუპანტებმა დაკავებული დღეს გაათავისუფლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

ტყვეობიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე შიდა ქართლის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, სადაც სამართალდამცველები მას კითხავენ.

მისი გადაცემა რამდენიმე საათის უკან მოხდა. მას ოკუპანტები კონტრაბანდასა და საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებდნენ. მისი გათავისუფლება იმიტომ მოხდა, რომ საპატიმრო ვადა ამოიწურა. ამ ეტაპზე, ოკუპანტების ტყვეობაში, კიდევ რამდენიმე საქართველოს მოქალაქე რჩება.

მსგავსი თემები