ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება

21 დეკემბერს, ქვეყნის მთავარი გამზირი კვლავ მოვლენების ეპიცენტრი გახდება. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთაველზე შეიკრიბებიან და ხელისუფლებას, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

21 დეკემბრის აქციისთვის უკვე ემზადებიან რეგიონებში. შტაბის წევრები საინფორმაციო კამპანიას, დღეს, მარნეულში ატარებენ და მოქალაქეებს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

“მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, ვიყოთ რაც შეიძლება ბევრნი, რადგან ეს არის მთავარი რეცეპტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა, მხოლოდ ამის შემდეგ დავამარცხებთ რუსს ოლიგარქს. ქართველ ხალხს უნდა ესმოდეს, რომ მათი აქტიურობა არის გადამწყვეტი” – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ.

შეგახსენებთ, რომ “თავისუფლება მიშას” – ამ სახელწოდების ფართომასშტაბიანი აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.

 

მსგავსი თემები