ვირუსით 2 195 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 813 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 319 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.49%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  909 160-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.48%.

მსგავსი თემები