„გორის ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა ვერ შეფასდება ეფექტურად“ – „ემპათიას“ ჯგუფი სააკაშვილზე

ცენტრი „ემპათიას“ შეფასებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ალტერნატიული სამკურნალო- სარეაბილიტაციო დაწესებულებაში უნდა გაგრძელდეს, რადგანაც  გორის ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა ვერ შეფასდება ეფექტურად.

„პაციენტი საჭიროებს ძირითადად მართვას ნევროლოგისა და ნეირო რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობით. აუცილებელია, მკურნალობაში  ჩართული იქნას ფსიქიატრი, ფსიქიოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ენდოკრიონოლოგი, ჰემატოლოგი, გასტრო- ენტეროლოგი და სხვა შესაძლო სპეციალისტები.  პაციენტი საჭიროებს დამატებით ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს, ასევე ინდივიდუალური მკურნალობა- რეაბილიტაციის კურსის შემუშავებას“ – ვკითხულობთ დასკვნაში, რომელიც ცენტრმა მოამზადა.

მათი რეკომენდაციით, ეს ყველაფერი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვერ განხორციელდება.

„გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა ვერ შეფასდება ეფექტურად. პაციენტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოძიებული იქნას ალტერნატიული სამკურნალო  დაწესებულება მისი მდგომარეობის ეფექტური მკურნალობისათვის. არაეფექტური მკურნალობა- რეაბილიტაცია გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, კერძოდ, დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას“, – ვკითხულობთ დასკვნაში.

მსგავსი თემები