„განვითარდა მეორადად ცერებრო-ორგანული დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები“ – დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

„განვითარდა მეორადად ცერებრო-ორგანული დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები. მდგომარეობა დაამძიმა და ურთიერთზემოქმედების ჯაჭვური მექანიზმი წარმოქმნა წამებამ და არაადამიანურმა მოპყრობამ პოსტტრავმული სტრესული დარღვევის განვითარებით“ – ვკითხულობთ „ემფათიას“ მიერ მომზადებულ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნაში.

რაც შეეეხება მკურნალობა-რეაბილიტაციას, „ემფათიას“ ჯგუფი იმდივიდუალურ და პაციენტზე ორიენტირებულ მკურნალობია-რეაბილიტაციის რეკომენდაციას იძლევიან.

„შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია თიამინით მკურნალობის აღდგენა… ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების კონსულტაციით, აუცილებელია ინდივიდუალური პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის განსაზღვრა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ არის ამჟამად სიტუაცია ფსიქოთერაპიული ინტერევენციისათვის, ვიდეო – თვალთვალისა და შესაძლო მიყურადების ფონზე“ – ვკითხულობთ დასკვნაში.

მსგავსი თემები