ვირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 1447-ია

კორონავისრუსით ინფცირებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 38 624-ს შეადგენს, საიდანაც: 5 798 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 317, აჭარაში – 497, იმერეთში – 1 236. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 447 პირი, მათ შორის, თბილისში – 577, აჭარაში – 118, იმერეთში – 437.

ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 319 პირი,  მათგან თბილისში – 172 აჭარაში – 30, იმერეთში – 32. 1 107 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 – თბილისში, 263 – აჭარაში. 31 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 39, ხოლო აჭარაში – 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 16 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296  პირი. ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება 35 240  ადამიანი.

მსგავსი თემები