ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მუშაობის ანგარიშს წარადგენს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, 11:00 საათზე მთავრობის მუშაობის ერთწლიან ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი 2021 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს, ასევე ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

მსგავსი თემები