შრომის ინსპექცია კლუბებს მოუწოდებს არ გაიხსნან, წინაღმდეგ შემთხვევაში, დააჯარიმებენ

დღეს, 17 დეკემბერს ღამის კლუბებს მუშაობა უნდა დაეწყოთ. მთელი დღის განმავლობაში კლუბები აანონსებდნენ და ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ კლუბები მუშაობას იწყებენ. გაიყიდა ბილეთები, დაიგეგმა ღონისძიებები, თუმცა, აღმოჩდა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მსგავსი გადაწყვეტილება არც მიუღია.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებს, ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში, კლუბები დაჯარიმდებიან.

„მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული პროტოკოლი, ვიზიტორის „მწვანე“ სტატუსთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს, რაც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე – ბიზნესის მდგრად აღდგენას. საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის“ – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები