პატიმრებისთვის „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდება

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი სიახლე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იგეგმება,  უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. შესაბამისად, რატი ბრეგაძის თქმით, ახალი პროექტი განხორციელდება.

„ციფრული უნივერსიტეტი“ სწორედ ეს არის ერთ-ერთი სიახლე, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით გეგმავს.

მისივე შეფასებით, მოხდება აქტიური თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან.

„სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ეს დიდწილად მსჯავრდებულის მიერ სათანადო გააზრებითა და ცოდნით მიიღწევა“, – განმარტა რატი ბრეგაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან. ​

მსგავსი თემები