„ეს არის პოლიტიკური პიარი“ – თემურ ალასანიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

მიხეილ სააკაშვილის ბიძა – თემურ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. ყოფილი პრეზიდენტი ბიძას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ. თემურ ალასანიამ შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა. თემურ ალასანია სასამართლოში ადვოკატებთან ერთად შევიდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, გადავწყვიტე მოვიდე დაკითხვაზე, თუ რაც ჰქვია, ალბათ, უფრო ოპოზიცია ჰქვია. უნდა გავიგო რა შეკითხვა აქვთ ჩემთან დაკავშირებით, მეორე – მე ვესაუბრე ამერიკის კონსულს, ველაპარაკე პოლიტიკურ მრჩეველს და ჩემს ადვოკატებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვიდე, გავიგო რა პრეტენზიები აქვთ ან თუ აქვთ საერთოდ პრეტენზიები, რასთან დაკავშირებით არის გამოძახება, რა საქმე არის გახსნილი და ამის მიხედვით გადავწყვიტავთ, რა პოზიცია დავიჭიროთ“ – განუცხადა თემურ ალასანიამ ჟურნალისტებს სასამართლოს ეზოში.

რაც შეეხება ჩანაწერებს, რასაც თემურ ალასანიას ედავებიან, პრეზიდენტის ბიძამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „არც ერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის. ამათ ექსპერტიზას მე არ ვენდობი. ეს არის პოლიტიკური პიარი და საკმაოდ მოუხეშავი მცდელობა, გადაიტანონ ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან, რაც გამოწვეულია სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობითა და მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნით“.            

თემურ ალასანიას გამოკითხვა  2018 წელს, უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, სადაც მიხეილ სააკაშვილი თემურ ალასანიას სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება.

მსგავსი თემები