„ომიკრონის” ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება“ – პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, „ომიკრონის“ შემოსვლის შემთხვევაში, ძალიან ბევრი ადამიანი გახდება ავად და კლინიკებზე დატვირთვაც გაიზრდება.

„ძალიან სწრაფად ვრცელდება. უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად,  საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს…ამდენ ქვეყანაში უკვე გავრცელებულია და საქართველოში გამოჩნდება. „ომიკრონის” ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება. გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა შტამი“. სიმძიმით არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რომ მაგალითად, ბრიტანეთი პანდემიის განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლით რეკორდზე ავიდა, ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით ის, ვინც იმუნური არ არის, ერთად გახდება ავად. შესაბამისად, მოიმატებს საავადმყოფოებზე დაწოლა“ –  განაცხადა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან და აუცრელებს აცრისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები