ნაფიცმა მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი გაამართლეს

12-მა მსაჯულმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის უკან გამოაცხადა. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.  

შეგახსენებთ, რომ საუბარია გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაზე, რომელშიც ბრალდებული  ბრალდებული მერაბ კობიაშვილი იყო.  ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ის დანაშაულში უდანაშაულოდ ცნო და გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანა.

გუდაურში მკვლელობა 2020 წლის 16 თებერვალს მოხდა. მერაბ კობიაშვილის ადვოკატები ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სს კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლები, რომელიც დაკავებულს წაუყენეს, რეალობას არ ექვემდებარება. როგორც ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებდა,  ის, რაც მოხდა, იყო თავდაცვა და აუცილებელი მოგერიება, რაც ვიდეოკადრებიდანაც დასტურდებოდა.

ყოფილი სამხედრო მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მსგავსი თემები