ე.წ. მწვანე პასპორტები რეგულაციების დამცველი სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. კერძოდ, იმ რესტორნებსა თუ კაფე-ბარებს, სადაც რეგულაციებს მკაცრად იცავენ და „მწვანე პასპორტების“ გარეშე მომხმარებელს არ იღებენ, სტუმარი თითქმის არ ჰყავს. ხოლო იქ, სადაც კონტროლი არ ხორციელდება, თავისუფალი ადგილები არ აქვთ.
რა ხდება „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ ბაზარზე და რა ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი, ამ საკითხზე „მედიაცენტრ მთავარში“ 11:30 საათზე, „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ისაუბრებს.