„ნატო მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას ალიანსის ყველა წევრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად“, – განცხადება

ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს  მზაობას ალიანსის ყველა წევრის დასაცავად. აღნიშნული განცხადება ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ უკრაინასთან მიმართებაში გააკეთა. კერძოდ, რუსი ჯარისკაცების მხრიდან უკრაინის საზღვართან განვითარებულ პროცესებზე.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ნატო მხარს უჭერს ყველა ქვეყნის უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ფაქტორების ჩარევების გარეშე.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო გმობს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედროების მობილიზაციას გამო და რუსეთის ფედერაციას მიმართავს.

„ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებაზე, მათ შორის, ჩვენი კოლექტიური თავდაცვის პოზიციების გაძლიერებით, თუ ეს საჭირო გახდება.  ნატო ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს ალიანსის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავდროულად, საბჭო მზადაა რუსეთთან დიალოგი შედგეს.

„რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა წარიმართოს ორმხრივ საფუძველზე. თუ რუსეთი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დაძაბულობის შესამცირებლად, მზად ვართ, ნდობის ნდობის განმტკიცების ზომებზე სამუშაოდ. ეუთო ასევე არის შესაბამისი პლატფორმა“, – ვკითხულობთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაში.

მსგავსი თემები