„დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული „ჯახიდან“ და გადავიდეთ დამწიფებულ პოლიტიკაზე“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მიღება პოლიტიკური გზავნილებით დატვირთული გამოდგა. პოლიტიკურ სუბიექტებთან შეხვედრაზე სალომე ზურბიშვილმა, ე.წ. პოლიტიკური დიდი შერიგების თემაზე არაერთი გზავნილი გააჟღერა.      

პრეზიდენტმა ყველას გასაგონად აღნიშნა რომ  დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული „ჯახიდან“ და გადავიდეთ დამწიფებულ პოლიტიკაზე.

„ბევრი კითხვა დაისვა ამ მიღების შესახებ და მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ თემაზე. ეს არის ნებისმიერი პრეზიდენტისთვის ჩვეულებრივი, ასეთი ტიპის მიღება. მომავალ დღეებში მექნება სხვა ღონისძიებები სამხედრო ხელმძღვანელებისთვის, არასამთავრობო ორგანიზებისთვის. ასე თუ იქნება გაშლილი, რადგან დღეს საშუალება არ გვეძლევა ერთად მოვიწვიოთ გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე. ეს არ არის რაღაც არაჩვეულებრივი, ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა პოლარიზებაც აღნიშნა და დღევანდელ შეხვედრას ერთად დგომის ერთი დღე უწოდა.

„ამათ არაფერი ისეთი ახალი ჯერ არ შემოვა. ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა, პოზიტივი არის და პოზიტივად იქნებ აღქმული ჩვენი საზოგადეობის მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის გაუთავებელ პოლარიზაციას, დაძაბულობას, რომელმაც რეალურად გააჩერა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, მგონია, რომ ამ პროცესის დაწყება არის დროული“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები