„ყოველდღიური შემთხვევების კლება გვაქვს” – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება

„ყოველდღიური შემთხვევების კლება გვაქვს, ასევე იკლებს და დღეს პირველად 7%-ს ჩამოცილდა დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი რჩება 1%-ის ქვემოთ. ყველაზე მძიმე ინდიკატორს, სიკვდილიანობას აქვს კლების ტენდეცია. ბევრია გარდაცვალების 39 შემთხვევა, მაგრამ ის აღარ არის 50 და 70. ეპიდვითარება ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება. ორი დიდი რისკია. მოდის ახალი წელი და მობილობა გაიზრდება, ამიტომ მკაცრად უნდა დავიცვათ რეკომენდაცია. მეორე რისკი არის „ომიკრონის“ შემოსვლის და გავრცელების. ის უკვე 73 ქვეყანაშია გავრცელებული. ალბათ ჩვენც ვერ აგვივლის გვერდს.

რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მცირდება დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე, აქტიური შემთხვევა არის 40 000-ის ფარგლებში, რაც მაღალია, მაგრამ აღარ არის 50 000-60 000,ოდნავ შემცირდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე, თუმცა მაინც რჩება 1 500-ზე მეტი მძიმე ავადმყოფი და ჩვენს ექიმებს დიდი დატვირთვა აქვთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები