საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 918-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 123 პირს დაუდასტურდა, 4 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 15 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 278 შემთხვევა გამოვლინდა, 3 890 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები