„ომიკრონი“ საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებს გავრცელებას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი საქართველოშ გავრცელებას დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებს.

„საქართველო დედამიწაზეა და შესაბამისად, რაც დედამიწაზეა, საქართველოში ადრე თუ გვიან იქნება“ – განუცხადა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს.

მისივე შეფასებით, უახლოესი ერთ თვეში ალბათ დაიწყება გავრცელება.

„ომიკრონი” ქვეყანაში, ჯერჯერობით არ გამოჩენილა. იყო რამოდენიმე საეჭვო შემთხვევა, რა თქმა უნდა, გამოკვლეულია ეს ყველა, ვნახოთ, ბოლო-ბოლო, რა თქმა უნდა, “ომიკრონი” გამოჩნდება. ბოლო კვლევები გამოქვეყნდა გუშინ, ორი დოზა Astrazeneca-ს ვაქცინასა და 1 დოზა Pfizer-ს აქვს დაახლოებით 71%-იანი დამცველობითი უნარი, ხოლო 3-ჯერ Pfizer-ით აცრას-დაახლოებით 75%-იანი დამცველობითი უნარი გააჩნია. სამწუხაროდ, ჩინურ ვაქცინებზე არ არის ჯერ კვლევა გამოქვეყნებული.  3 აცრა “ომიკრონისაგანაც” იცავს საკმაოდ ეფექტურად“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები