„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თბილისის რამდენიმე მისამართზე და რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია ყველა ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. საუბარია ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებზე.

ერთ-ერთი დაკავებული ყოფილი დეპუტატის შვილია. თემურ ჟორჟოლიანის ვაჟს, ირაკლი ჟორჟოლიანს „ქურდულ სამყაროსთან“ წევრობას ედავებიან.

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი და ორგანიზებული დანაშაული, ეს არის ბრალდება, რომელსაც დაკავებულებს ედავებიან. თუმცა, ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

მსგავსი თემები