„რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ“ – ეკატერინე ტიკარაძე მიხეილ სააკაშვილზე

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფის დასკვნაზე კომენტარი გააკეთა. როგორც  ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.  

„მე არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ. ექიმები ჩართულები არიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა სამედიცინო ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, რეკომენდირებული არ არის მისი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

„რადგან ადამიანს პოსტტრავმულ-სტრესული აშლილობა აქვს, ეს გულისხმობს იმას, რომ ეს ტრავმა ზუსტად იქ მიიღო, პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად გლდანში. ამიტომ, იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, რადგან პოსტტრავმულ-სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც იმ სტრესს არ აგონებს ადამიანს, სადაც სტრესი მიიღო“ –  ასეთია ექიმთა შეფასება.

მსგავსი თემები