„არ მივდივარ შორს“ – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის არსად წასვლას არ აპირებს და მზადაა, საკუთარი გამოცდილება ახალ მინისტრს გაუზიაროს.  

„არ მივდივარ შორს, ნებისმიერს, ვინც დაიკავებს ამ ადგილს, მზად ვარ, გავუზიარო ის გამოცდილება, რომელიც მე მივიღე“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, არ იცის ვინ დაიკავებს მის პოზიციას, რადგანაც კონსულტაციების პროცესში ჩართული არ არის, თუმცა, ნებისმიერ ადამიანთან ითანამშრომლებს და დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ახალ მინისტრს მალე თავად დაასახელებს.  

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრობის ერთ-ერთ აქტიურ კანდიდატად პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე განიხილება.

მსგავსი თემები