„ვუპასუხოთ ქურდებისა და მკვლელების ბანდას“ – მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც ამბობს რომ მოწყალებას არ უნდა დაელოდონ.  

„ვუპასუხოთ ქურდებისა და მკვლელების ბანდას ფასების ზრდისთვის, უმუშევრობისთვის, ქვეყნის დაცლისთვის, საბანკო განაკვეთებით ძარცვისა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის, მძლავრი საერთო ეროვნული აქციით, 21 დეკემბერს რუსთაველზე.

საკუთარ ხალხზე “გამარჯვება” მათ წინანდალში ღრეობით იზეიმეს. ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენი ერთიანობით, მიუხედავად პარტიულობისა და უპარტიობისა. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ოლიგარქის მხრიდან მოწყალებას. ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობას და ამნისტიას ქართველი ხალხისგან.

მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა. ამის პარალელურად ძალიან ფართო ოპოზიციურ ერთობას და ქართულ საზოგადოებას ვაპირებ შევთავაზო ჩემი წინადადებები ამ უმწვავესი კრიზისის დაძლევის, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების და ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების კუთხით“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები