„დაფრინავდა ხოლმე, ახლა უცებ ვხედავ, რომ ვეღარ დადის“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსული გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილი უფრო ცუდადაა ვიდრე ადრე. მისი თქმით, სიარულის პრობლემაა, რომელსაც ფსიქოლოგიური ტრავმაც ემატება.

„თითქოს ჯოჯოხეთი გავიარეთ, მაგრამ, როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ, გავიარეთ? არ ვიცი. ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც მას მიაყენეს, ძალიან თვალშისაცემია. ადამიანს სიარული უჭირს. მე მაგის ნორმალური სიარული არ მახსოვს, დაფრინავდა ხოლმე. უცებ ვხედავ, რომ ვეღარ დადის, საშინელი საყურებელია“, – განუცხადა ჰოსპიტლიდან გამოსულმა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები