„არ არის საჭირო, ვეძებოთ ინტრიგა“ – ეკატერინე ტიკარაძე მის შემცვლელზე

ჯანდაცვის მინისტრის აწ უკვე მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ არანაირი დაპირისპირება მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის არ ყოფილა და ინტრიგების ძებნა საჭირო არ არის.

ტიკარაძე, რომელმაც მინისტრობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის უკან გააკეთა, აცხადებს, რომ  მის შემცვლელს პრემიერ მინისტრი ტავად დაასახელებს.     

„გავაკეთე უკვე კომენტარი. მგონია, რომ საკმარისი იყო. არ არის საჭირო, რომ ვეძებოთ რაღაც ინტრიგა, რომელიც არ არსებობს… ეს არის პრემიერის პრეროგატივა, რომ დაასახელოს და აირჩიოს მომდევნო მთავრობის წევრი”, – უპასუხა ჟურნალისტებს ეკატერინე ტიკარაძემ.  

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის დღევანდელ სხდომას არ დაესწრო. აღნიშნულს მინისტრი პროტესტს და სიბრაზეს არ უკავშირებს.

„პროტესტი არის დესტრუქცია. ზოგადად, მოვუწოდებ საზოგადოებას არ მიმართონ არანაირ პროტესტის ფორმას და ამას, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ისედაც არ დავუშვებ“, – განაცხადა ტიკარაძემ მედიასთან.

მსგავსი თემები