საბავშვო ბაღებში არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება და 17 იანვრამდე გაგრძელდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღებში არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება და 17 იანვრამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება სკოლებს, როგორც საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება.

სკოლები მუშაობას, ბაღების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.

მსგავსი თემები