კახეთში მოზარდი, რომელიც ძმამ პნევმატური თოფით დაჭრა, გარდაიცვალა

შემზარავი შემთხვევა კახეთში – მოზარდი, რომელიც ძმამ პნევმატური თოფით დაჭრა, გარდაიცვალა.

შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მოხდა.

12 წლის გოგონა, ძმამ პნევმატური იარაღიდან შემთხვევითი  გასროლით, თავის არეში დაჭრა.

არასრულწლოვანი,  თავდაპირველად, გურჯაანში, “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ის, ამ დრომდე,  იაშვილის  სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ექიმების განმარტებით, სროლა, სავარაუდოდ ახლო მანძილიდან განხორციელდა, რის გამოც  მიყენებული დაზიანება მძიმე იყო.

მსგავსი თემები