“სასწრაფოდ მოითხოვეთ ოკუპანტებისგან გვაჩვენონ ჯანსაღი და ჯანმრთელი მამუკა ჩხიკვაძე!” – დავით ქაცარავა გატაცებულ ქართველზე

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე დღის წინ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს, ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ოკუპანტების მიერ გუშინ ზემო ნიქოზთან გატაცებული მამუკა ჩხიკვაძე გახლავთ ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომელი.

აქედან გამომდინარე, მისი სიცოცხლე და მინიმუმ ჯანმრთელობა საფრთხეშია.

მივმართავ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ მოითხოვეთ ოკუპანტებისგან გვაჩვენონ ჯანსაღი და ჯანმრთელი მამუკა ჩხიკვაძე!

ჩვენ ვიცით, რომ ეს შესაძლებელია!

ხვალვე მოსთხოვეთ საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგინონ მტკიცებულება იმისა, რომ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძე ცოცხალი და ჯანმრთელია.

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი შეხედულებისამებრ,“ – წერს ქაცარავა.

მსგავსი თემები