საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 588 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 890 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 837 263 გამოჯანმრთელდა, 12 777 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 311 840 აცრა, დღიურად აცრილია 2 500.

ამასთან, 12 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 999 პაციენტი, გარდაიცვალა 36.

მსგავსი თემები