საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 777-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 527 პირს დაუდასტურდა, 4 588 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 17 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 2 922 შემთხვევა გამოვლინდა, 4 999 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები