„სააკაშვილს ფსიქოთერაპიული დახმარებაც სჭირდება“ – ფსიქიატრი

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსული ექიმ-ფსიქიატრი მარინე კურატაშვილის აცხადებს რომ პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს ფსიქოთერაპიული დახმარებაც სჭირდება.

„მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, ფსიქოთერაპიული დახმარებაც სჭირდება. „კეტილეფტი“ მას გაზრდილი დოზით არ მიუღია, „ქსანაქსს“ იღებს. „ქსანაქსი“ მას უცხოელი ექიმის მიერ დიდი ხნით ადრე ჰქონდა დანიშნული. ფსიქოტროპული წამლები უნდა დაინიშნოს დიაგნოზის შესაბამისად. იწყება მინიმალური თერაპიული დოზით და შედეგების მიხედვით შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. ამ მხრივ დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის. რაც ვნახეთ თერაპიულ დოზირებას არ სცილდება“ – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

ექიმ ფსიქიატრის შეფასებით, მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, საჭიროა ფსიქოთერაპიული დახმარება, რომელიც დასკვნაში აისახება.

მსგავსი თემები