სახალხო დამცველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასეირნო სივრცე სჭირდება

სახალხო დამცველმა და სამედიცინო ჯგუფმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა. როგორს ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთ პრობლემად სივრცე რჩება, რა ნაწილშიც მიხეილ სააკაშვილი შეზღუდულია.

„ტელევიზორს უყურებს, თუმცა, რაც პრობლემურად მეჩვენება არის ის, რომ ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ის, როგორც პატიმარი ისარგებლებდა სეირნობის უფლებით. ასევე, როგორც ვიცი, როგორც პაციენტს მას სჭირდება უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა და ეს პრობლემურად მეჩვენება. ეს საკითხებიც განხილული იქნება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე დასკვნა ექიმების ჯგუფმა უნდა დაწეროს და შესაბამის რეკომენდაციებსაც ისინი მოამზადებენ.

მსგავსი თემები