„პრეზიდენტი ისეთ პრეპარატებს იღებდა, რაც არ უნდა მიეღო“ – ნევროლოგი მიხეილ სააკაშვილზე

ნევროლოგი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ოთარ თოიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად აქვს ისეთი პრეპარატები მიღებული, რაც მას არ უნდა მიეღო.

ოთარ თოიძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ამ წუთებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან და მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან. ჰოსპიტალში შესვლამდე კი თოიძემ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ნამდვილად ღებულობდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომელიც მას არ უნდა მიეღო თავისი ავადმყოფობიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ ამ მედიკამენტმა მისი ზოგადი ფსიქოლოგიური და ასევე, ნევროლოგიური სტატუსი დაამძიმა“, – განაცხადა ნევროლოგმა მედიასთან.

მსგავსი თემები