ვირუსით 2 922 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 841 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 922  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 999 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.15%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  889 286-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.88% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.42%.

მსგავსი თემები