„ვტოვებთ საცხოვრებელს, ვრეკავთ საავარიო სამსახურში“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავართან“

ბოლო ერთ კვირაში, თბილისში, ბუნებრივი აირით გამოწვეულ უბედურ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორისაა დედა და მცირეწლოვანი შვილი. როგორც ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, უბედური შემთხვევებისგან თავის დასაცავად, უცილებელია იმ ელემენტარული რეკომენდაციების დაცვა, რომელსაც სპეციალისტები იძლევიან.  

„ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, ეს იქნება გაზის სუნი თუ სხვა, დაუყოვნებლივ ვანიავებთ ფართობს, ვტოვებთ საცხოვრებელ ადგილს, ვრეკავთ საავარიო სამსახურში, არ ვანთებთ ელექტროენერგიას, არ მივმართავთ თვითდახმარებას, არ ვეხებით მრიცხველებს და მაშინვე ვიძახებთ დახმარებას. აუცილებელია, ყოველ წელს, ყოველ სეზონზე მოხდეს საცხოვრებელი ფართის შიდა ქსელის შემოწმება შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან“ – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა „მედიაცენტრ მთავართან“ და უბედური შემთხვევებისგან თავის დასაცავად მოსახლეობა მკაცრად გააფრთხილა.   

„დედაქალაქის მასშტაბით უნდა დარეკოთ 114-ზე. თუ დანადგარს აქვს ხარვეზი, ამ შემთხვევაში, დანადგარი არ უნდა ვამუშავოთ და გამოვიძახოთ კერძო სპეციალისტი. თუ საუბარია ქსელიდან გაჟონვაზე, მრიცხველთან დაკავშირებულ პრობლემებზე ან დეტექტორი მოგცემთ „სიგნალს“, მაშინვე ვაღებთ ფანჯარას და ვტოვებთ საცხოვრებელ ფართს. რეგიონებში უფრო მძიმე ვითარებაა, რადგან რეგიონებში ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ჩატარება ვერ მოვახერხეთ“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ, ერთ კვირაში ბუნებრივი აირით გამოწვეულ საფრთხეს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ზამთრის სეზონზე კი საფრთხე უფრო მეტად იზრდება.    

მსგავსი თემები