„ეს არის საშიში და სასიკვდილო, მომხმარებელი უნდა გავაფრთხლოთ“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავართან“

ზამთრის სეზონის დადგომისთანავე, ბუნებრივი აირის გაჟონვით თუ სხვა მიზეზებით გამოწვეული სახიფათო და მომაკვდინებელი შემთხვევების რისკიც იზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენი მომხმარებლებს აფრთხილებს და მოუწოდებს, ქსელების თუ დანადგარების თვითნებურ შეცვლას ნუ ეცდებიან.

როგორც სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები შიდა ქსელსაც და დანადგარებს ისე ცვლიან, პროექტს შესაბამის უწყებას არც უთანხმებენ.             

„მნიშვნელოვანია, მომხმარებლები გავაფრთხილოთ იმ აუცილებელი რეკომენდაციების შესახებ, რომელიც ბუნებრივი აირის  სექტორში, გაზის მოხმარების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. არის შემთხვევები ბუნებრივი აირის გაჟონვის, რაც იმას ნიშნავს რომ ძალიან სერიოზული დარღვევები არსებობს შიდა ქსელებზე  და ამას ემატება სასიკვდილო შედეგი მქონე დანადგარები, რომლებიც ზოგ  ადგილას ისევ რჩება. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. ეს ს შემთხვევაა, როცა არანაირი ნორმატიული აქტის გამკაცრება არ გვიშველის,  უსაფრთხოების ნორმებს არ დავიცავთ“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.  

ენერგოომბუდსმენის შეფასებით, ელემენტარული თვითნებური ცვლილებაც კი, რომელიც ბუნებრივ აირს უკავშირდება, მომაკვდინებელია.   

„მომხმარებელმა უნდა დაიცვას ელემენტარული წესები და რეკომენდაციები, რომელსაც აძლევს შესაბამისი მონიტორინგის ორგანო და მომსახურე კომპანია. არის შემთხვევები, როცა ქსელებს აკეთებენ და ცვლიან თვითნებურად, კომპანიასთან შეუთანხმებლად. დანადგარების ადგილს და ქსელს ისე ცვლიან, პროექტს კომპანიას არც უთანხმებენ, რაც სასიკვდილო შედეგს იძლევა. ეს არის საშიში და სასიკვდილო შედეგი მქონე“, – განაცხადა ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.       

მსგავსი თემები