„შენი მოქალაქეა, უნდა წაიყვანოთ თორემ მოკლავენ“ – ბუბა კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე

ბუბა კიკაბიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა. როგორც პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩაი დალიეს და ყველაფერზე დეტალურად ისაუბრეს.

„მიშა ძალიან მიყვარს და ვიცნობ პატარაობიდან. მომიყვა ყველაფერი თავიდან. ეგ ისედაც ვიცით ჩვენ, რაც ვნახეთ, საკმარისია. ვილაპარაკეთ იმაზე, ზელენსკი როგორ შემხვდა. ვუთხარი, შენი მოქალაქეა და უნდა წაიყვანოთ, თორემ მოკლავენ. მითხრა,  დღესვე დავიწყებ რეკვასო. იმის შემდეგ ჩამოვიდა სახალხო დამცველი, შემდეგ ადვოკატი. პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით, ჩვენ მოვარჩენთ და მივხედავთო. ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება ექნება. აქ ისეთი სისულელეები ხდება სასამართლოზე. ახლა ალბათ ბაიდენის კარადა რომ გავაღოთ, იქ შეიძლება 200 “კოსტიუმი” იყოს. ჩვენს დაბალ დონეზე ლაპარაკობს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ჰოსპიტლიდან გამოსულმა ბუბა კიკაბიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები