„სეკრეტი“ – მიხეილ სააკაშვილთან ბუბა კიკაბიძე იმყოფება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის სანახავად ცნობილი მომღერალი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბუბა კიკაბიძე მივიდა. 

კიკაბიძე უკრაინიდან რამდენიმე დღეა დაბრუნდა. მისი თქმით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით არაერთ შეხვედრა ჰქონდა და მათ შორის, პრეზიდენტთან.

„რაზე ვაპირებ საუბარს ეგ „სეკრეტია“. შევხვდი ვლადიმერ ზელენსკის და იმაზე ვისაუბრეთ, რომ მისი მოქალაქეა, ჩვენი არ არის, ეგ იყო. მე ვიცი, რომ ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ჩამოვიდა უფლებადამცველი, მერე ჩამოვიდა ადვოკატი, ეგ ვიცი“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები