“საქართველოს პარტნიორებს სურთ ქვეყანაში რეფორმების გაგრძელების ნახვა – კელი დეგნანი” – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს სურთ ქვეყანაში რეფორმების გაგრძელების ნახვა.

 დეგნანის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ არჩევნების დასრულების შემდგომ, პარტიები კონსტრუქციულად იმუშავებენ.

“საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირი, აშშ თუ სხვები, რომლებიც რეალურად ზრუნავენ და მხარს უჭერენ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას სურთ რეფორმების გაგრძელების ნახვა, ეს არის პროცესის ნორმალური ნაწილი, რომ გაგრძელდეს რეფორმები, რომელსაც საქართველო ატარებს ბოლო 20 წელია. ჩვენ ვნახეთ გარკვეული შთამბეჭდავი პროგრესი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის პერიოდში და რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, რომ ის გაგრძელდეს, ყველამ იცის, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში, პარლამენტმა ითხოვა რეკომენდაციები საერთაშორისო ექსპერტებისგან, როგორიცაა ვენეციის კომისია, ოდირი და სხვა. ახლა ამ რეკომენდაციებს შესრულება სჭირდება.

რაც ყველაზე მნიშნველოვანია, არის ის, რომ საქართველოს ლიდერები შეთანხმდნენ რამდენჯერმე, მათ შორის მმართველი პარტია, რომ ეს რეფორმები საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. ამიტომ არსებობს, რეალური იმედი და მოლოდინი, რომ არჩევნები დასრულდა და ყველა პარტია კვლავ შეძლებს ერთობლივად კონსტრუქციულად იმუშავონ, რომ შეინარჩუნონ საქართველოს წინსვლა გზაზე, რომელიც ქართველების უმეტესობას სურს და ესაა საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში შესვლა და ძლიერი, სუვერენული ქვეყანა დიდი ისტორიით, რომელსაც შეეძლება დაეხმაროს ევროპულ ოჯახს.” – ამბობს კელი დეგნანი.

მსგავსი თემები