“ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურა, პირველ რიგში, პრემიერის პრეროგატივაა, გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდში ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება კი, პრემიერმა უნდა მიიღოს. 

“პარტიის ორგანოები, პარტიის წესდების შესაბამისად იმოქმედებს. პოლიტსაბჭოსა და მის წევრებს თავისი ფუნქცია აქვთ, სწორედ ამის შესაბამისად იმოქმედებს ეკატერინე ტიკარაძეც. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურას, ეს არის, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელია პრემიერის პოზიცია. ბუნებრივია, რომ გუნდში კონსულტაციები მიდის, რომელიც გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, რომ მინისტრის კანდიდატურა შეირჩეს,”- აცხადებს ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მსგავსი თემები