მიხეილ სააკაშვილის დახმარებისთვის პროკურატურამ ყოფილ მაღალჩინოსანზე სს საქმე აღძრა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე მორიგი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამჯერად საუბარია შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე, გიორგი ლორთქიფანიძეზე, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს დაეხმარა. 

აღნიშნულ თემაზე, პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ მედიისთვის სპეციალური ბრიფინგი გამართა.

“საქართველოს პროკურატურამ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გეგმავდა და მისი დახმარების მიზნით შეიმუშავა და დაგეგმა – თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულ მიხელ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა“ – განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი თემები