ვირუსით 49 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 334 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 825 442.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 631 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 575 შემთხვევა, აჭარა – 148, იმერეთი – 543, ქვემო ქართლი – 226, შიდა ქართლი – 280, გურია – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 236, კახეთი – 166, მცხეთა-მთიანეთი – 86, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

მსგავსი თემები