მიხეილ სააკაშვილი ბარბაცით დადის, ის ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება

„ნაციონალური მოძრობის“ წარმომადგენლის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშილი, ხვალ, სასამართლო პროცესს სავარაუდოდ ვერ დაესწრება, რადგანაც გადაადგილების პრობლემა აქვს და ბარბაცით დადის.

„აქვს წნევა, ადამიანი ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის. სავარძლიდან საწოლამდე მანძილი ძალიან პატარაა, მაგრამ სიმყარეს ვერ გრძნობს, არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე, რომ ის დამოუკიდებლად გადაადგილდეს. ვფიქრობ, ჩემი დღევანდელი შეხედულებით, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ის ფიზიკურად ვერ შეძლებს დასწრებას სასამართლოზე. მას ძალიან გული წყდება ამასთან დაკავშირებით. იცით, რომ სასამართლო არის ერთდერთი შესაძლებლობა, სადაც შეუძლია ეს პლატფორმა გამოიყენოს ტრიბუნად და რა თქმა უნდა, დასანანია, რომ ის სავარაუდოდ, ვერ შეძლებს გამოცხადდეს სასამართლოზე“, – განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსულმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები