“მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს უნდათ ჰარმონია და თანხმობა” – თეა წულუკიანი “ნაცმოძრაობაზე”

მიხეილ სააკაშვილის წერილს, სადაც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მმართველ გუნდს “ეროვნულ შერიგებას” სთავაზობს, “ქართულ ოცნებაში” პასუხობენ.

კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიხეილ სააკაშვილის და სხვა ოპონენტების გულწრფელობის არ სჯერა. მინისტრის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს მორიგი მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

“როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყოველთვის ხლეჩდნენ საზოგადოებას, ყოველთვის ყოფდნენ საზოგადოებას ჩარეცხილებად და თავისიანებად. სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც ამის შედეგს ვიმკით. დღეს მათ ჩაიცვეს, მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს უნდათ ჰარმონია და თანხმობა, არადა არიან პირველი და, მე ვიტყოდი, ერთადერთი წყარო იმ საშინელი პოლარიზაციის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, 
პირველ რიგში, საზოგადოებამ, თქვენ უნდა აპატიოთ, ნაციიონალურ მოძრაობას იმისთვის, რომ დღეს კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეულმა ხელისუფლებამ საზოგადოებსი სახელით მათთან სეროგების პროცესი წამოიწყოს,”-განაცხადა თეა წულუკიანმა. 

6 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა მისი განცხადება, რომლითაც მმართველ გუნდს მიმართავს: “უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან, თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია.”

მსგავსი თემები