“გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა” – ჯანმო

გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 4,1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 52 ათასზე მეტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ყოველკვირეულ ბიულეტენში ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 2%-ით, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 10%-ით გაიზარდა. ინფიცირების ახალი შემთხვევების 65% ევროპის რეგიონში აღინიშნა. შემთხვევათა ზრდა დაფიქსირდა აფრიკაში 79 %-ით, ხოლო ამერიკაში კი 21%-ით. ამავდროულად, გასულ კვირას ინფიცირებულა მაჩვენებელი წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში 10%-ით შემცირდა. კვირის განმავლობაში, 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში, სადაც კორონავირუსის 752 394 შემთხვევა გამოვლინდა. მას მოსდევს გერმანია 396 429 შემთხვევით, დიდი ბრიტანეთი 310 696 ინფიცირებულით, საფრანგეთი- 283 500, ხოლო რუსეთი 231 240 დადასტურებული შემთხვევით. დადასტურებული შემთხვევებიდან 99.8% ,,დელტა“ შტამს ეკუთვნის . ბოლო მონაცემებით,“ ომიკრონ“ შტამი კი 57 ქვეყანაში დასტურდება.

მსგავსი თემები