თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმართება

“დღეს ვინც თბილისის მერია, ქრთამისთვის დასაჭერია” – დედაქალაქის მთავრობის დამტკიცების პარალელურად, თბილისის საკრებულოსთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა და დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას უნდობლობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა ბანერები და პლაკატები აქვთ მიტანილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელთაც ცენტრალური შესასვლელი აქვთ გადაკეტილი.

მსგავსი თემები