„კოვიდინფიცირებულებიც“ კი თავისუფლად გადაადგილდებიან, რეგულაციების აღსრულება სუსტია“ – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პანდემიურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მთავარ პრობლემას აღსრულების ნაწილში ხედავს და აცხადებს, რომ არსებული რეგულაციების მიუხედავად, აღსრულება სუსტია. როგორც ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ინფიცირებულებიც კი თავისუფლად მოძრაობენ.

„მუდმივად ვიმყოფებით გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე. განსაკუთრებით საგანგაშოა გარდაცვლილი ადამიანების რიცხი, რომელიც სამწუხაროდ, ისევ და ისევ მაღალია. პროგნოზის გაკეთება რთულია, როგორი იქნება დინამიკა, თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ზამთრის სეზონში ვართ, და რესპირატორული ვირუსებიც წამოვა, დამაიმედებელი და სახარბიელო ვითარება ვერ გვექნება. საბედნიეროდ, ამ ეტაპისთვის გრიპთან დაკავშირებით რთული ვითარება არ გვაქვს. მხოლოდ რთული შემთხვევებია დაფიქსირებული. მნიშვნელოვანია რეგულაციების აღსრულება. ამ ნაწილში პრობლემები იყო და რჩება კიდეც. კოვიდინფიცირებულებიც კი არ იცავენ რეგულაციის წესებს და თავისუფლად გადაადგილდებიან“ – განუცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

მსგავსი თემები