ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა

გენოციდისა და ადამიანის უფლებების შელახვის გამო, ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა გართულდა. ვითარება იმ დონემდე დაიძაბა, შეერთებულმა შტატებმა პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა.

„თეთრი სახლის“ გადაწყვეტილებით, ჩინეთში, ოლიმპიადაზე შტატების  ოფიციალური დელეგაცია წარმოდგენილი არ იქნება. აღნიშნულის მიზეზი კი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, შელახვა და მუსლიმების  იძულებითი სტერილიზაციის კამპანია სახელდება.

აშშ-ს ბოიკოტი მხოლოდ ოფიციალურ ნაწილს ეხება. კერძოდ, ოლიმპიადაზე, რომელიც პეკინში 2022 წლის თებერვალში გაიმართება, ამერიკელი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა, შტატების ოფიციალური დელეგაცია ჩინეთში არ ჩავა.

„ბაიდენის ადმინისტრაცია არ გაგზავნის დიპლომატიურ ან ოფიციალურ წარმომადგენლობას პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადასა და პარაოლიმპიადაზე იმის გამო, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სინძიანში გენოციდსა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებს ახორციელებს,“- ეს გახლავთ ამონარიდი თეთრი სახლის პრეს-მდივანის, ჯენ ფსაკის განცხადებიდან.

თავისი მხრივ, აშშ-ის გადაწყვეტილებას უპასუხოდ არც ჩინეთი ტოვებს და აცხადებს, რომ ბოიკოტი გაუმართლებელია.  

„თუ შეერთებული შტატები ჯიუტად განაგრძობს თავის კურსს, ჩინეთი მკაცრ საპირისპირო ზომებს მიიღებს“, – ასე პასუხობს ჩინეთი ამერიკას.

მსგავსი თემები