„შეუძლებელია, ვინმეს სიამოვნება მიგვაროს ადამიანის ისეთმა გათელვამ“ – ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილზე

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსული ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების შურისძიების მსხვერპლია და ამით ბედნიერი ვერავინ იქნება.   

,,პირველ რიგში, მინდა მივმართო იმ ხალხს, ვისაც აქვს ლეგიტიმური მათ შორის არმოწონება, არმიღება ან პრეტენზიები მიხეილ სააკაშვილის მიმართ. არ მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც აწუხებს ძალადობა, აწუხებს ადამიანის უფლებების დარღვევა და ეს აწუხებს წინა მთავრობიდან მოყოლებული, არ მგონია, რომ რომელიმე ბედნიერი იყოს იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა და ზოგადად ერთი ადამიანი შეიძლება ხელისუფლების შურისძიებამ ჩააგდოს.შეუძლებელია, რომ ვინმეს სიამოვნება მიჰგვაროს ადამიანის ისეთმა გათელვამ, რაც ჩვენ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმდებარედ მედიასთან.

მისივე შეფასებით, დაუშვებელია, ვინმეს მოექცნენ ისე, როგორც ექცევიან მიხეილ სააკაშვილს.

„ბრძოლის მეთოდები აბსოლუტურად ცალსახაა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, ერთი დღეც იცხოვრო ბრძოლის გარეშე. ამ ბრძოლაში გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანები, ეს ამოცანა არის რიგგარეშე არჩევნები და არავის ეგონოს, რომ რიგგარეშე არჩევნებს რაიმე სახის მანიპულაციებით მეორე პლანზე გადაწევენ“ – განუცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები